ცენტრალურ მაგისტრალთან გამართული აქციის მონაწილეები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ
ცენტრალურ მაგისტრალთან გამართული აქციის მონაწილეები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ

ცენტრალურ მაგისტრალთან გამართული აქციის მონაწილეები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ.

აქციას შეუერთდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

რამდენიმე საათის წინ, სოფელ ხელთუბნის მოსახლეობამ გორი-ბერბუკის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქციას გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი და ნათესავები მართავდნენ. თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით, მერებაშვილის ოჯახი კი, საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

გორის სამხარეო ადმინისტრაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.