ბაღდათის მუნიციპალიტეტში კერძოდ აჯამეთის ტყეში ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი 3 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე ოთხი სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა, გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის გამოწვევი მიზეზი.