აჯამეთის ტყეში ხანძარია

19:20, 04.01.2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კერძოდ აჯამეთის ტყეში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი 3 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე ოთხი სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა, გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის გამოწვევი მიზეზი.

მსგავსი