სოფელ ურთაში, ადგილობრივების თხოვნით, ​მონადირეებმა მგელი მოკლეს
სოფელ ურთაში, ადგილობრივების თხოვნით, ​მონადირეებმა მგელი მოკლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მეთევზეთა და მონადირეთა კლუბის წარმომადგენლებმა მგელი მოკლეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში მგელმა რამდენიმე რქოსანი პირუტყვი დაგლიჯა და მათ ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებითი ლიცენზიის გაცემა სთხოვეს.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დამატებით ექვსი ლიცენზია გასცა.

მეთევზეთა და მონადირეთა კლუბის წარმომადგენლებს ურთაში კიდევ ოთხი, ხოლო ცაიშში ერთი მგლის მოკვლის უფლება აქვთ.