სოფელ ურთაში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა
სოფელ ურთაში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მგელმა 20 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა, – ამის შესახებ პირველ არხს სოფლის მოსახლეობამ განუცხადა.

ურთის მცხოვრებლები დახმარებასა და მგელზე სანადირო ლიცენზიას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, წელს სოფელ ურთაში მგლების შემოსევა რამდენჯერმე დაფიქსირდა. დაფიქსირდა მტაცებლის განადგურების ფაქტიც.