ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მგელმა 20 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა, – ამის შესახებ პირველ არხს სოფლის მოსახლეობამ განუცხადა.
ურთის მცხოვრებლები დახმარებასა და მგელზე სანადირო ლიცენზიას ითხოვენ.
მოსახლეობის თქმით, წელს სოფელ ურთაში მგლების შემოსევა რამდენჯერმე დაფიქსირდა. დაფიქსირდა მტაცებლის განადგურების ფაქტიც.