წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა
წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა

წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა.

როგორც წალკის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მგელი მამაკაცს და ორი ქალს დაესხა თავს. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

მგელი თავდაპირველად სახლის აივანზე გასულ ქალს დაესხა თავს, შემდეგ კი დასახმარებლად გასულ ოჯახის წევრებს.

დაშავებულები წალკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება და აცრები ჩაუტარდათ.