გარემოდან 27 მგლისა და 10 ტურის ამოღების ნებართვა გაიცა
გარემოდან 27 მგლისა და 10 ტურის ამოღების ნებართვა გაიცა

ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართვის საფუძველზე, გარემოდან 27 მგლისა და 10 ტურის ამოღების ნებართვა გაიცა.

საუბარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 10 მგელსა და 10 ტურაზე, ვანის მუნიციპალიტეტში 10 მგელზე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შვიდ მგელზე.

ნებართვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასცა, სადაც განმარტეს, რომ შესაბამის სამონადირეო ჯგუფებს თავად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქმნიან.

გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პერიოდულად ხორციელდება.