სოფელ ჩაილურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის” მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილის მგზავრი, 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მოტოციკლის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.