სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავებულია ოთხი ადამიანი
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანა ტრაქტორს დაეჯახა, რომლის მისაბმელზეც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. აქედან ორი ბავშვია. ოთხივე მათგანმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი მათგანი ახალციხეში, რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანა, ორი კი ადიგენის საავადმყოფოში.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ–ის 276 – ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.