სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად კუპრავა ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა
პარლამენტის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა და საქართველოში მოფრინავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.
„მე, ჩემი მეუღლე და ზვიად კუპრავა ერთად მოვფრინავთ კიევიდან თბილისში ამ წამს“, – ამის შესახებ ინტერნეტმომხმარებელმა დაახლოებით ერთი საათის წინ დაწერა და „ფეისბუქში“ ბორისპოლის აეროპორტში მოინიშნა. ის ზვიად კუპრავას ფოტოსაც ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიევიდან რეისს 15:45 საათზე ელოდებიან.