სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დაიხურა
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დაიხურა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დაიხურა. მოსამართლემ ამის მიზეზად საქმეში არსებული სქესობრივი დანაშაულის ნიშნები და არასრულწლოვნის გარდაცვალება დაასახელა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

19 წლის მწყემსს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.