სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა - პროკურატურის მტკიცებულებები იყო ტყუილი, ეს იყო კარგად დადგმული მკვლელობა
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა - პროკურატურის მტკიცებულებები იყო ტყუილი, ეს იყო კარგად დადგმული მკვლელობა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი უსამართლოა.

„სირცხვილია. მარტო ამდენ დანაშაულს როგორ ჩაიდენდა. პროკურატურის მტკიცებულებები იყო ტყუილები. იქ რა მოხდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ეს იყო კარგად დადგმული მკვლელობა, სამხილები ისე დააკავშირეს, რომ მალხაზი დამნაშავეა. ნაფიცი მსაჯულები იყვნენ პროკურატურისგან ზეწოლის ქვეშ“, – განაცხადა მალხაზ კობაურის დედამ, მარინა მარტიაშვილმა.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.