სლავიანსკის მერი აცხადებს, რომ ქალაქი მასშტაბურად იბომბება. აღნიშნულის შესახებ, ვადიმ ლიახი სოციალურ ქსელში წერს.
„სლავიანსკი! ქალაქი მასშტაბურად იბომბება! ცენტრი, ჩრდილოეთი. ყველა დარჩით თავშესაფრებში“, – წერს ლიახი.
მერის თქმით, დამატებით ინფორმაცია მოგვიანებით გაჟღერდება.
დონეცკის რაიონის, ქალაქი სლავიანკსი რამდენიმე დღის წინაც დაიბომბა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.