მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის გარდა, სარაკეტო იერიშები მიიტანეს სლავიანსკზე, ლვოვსა და ხარკოვზე
მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის გარდა, სარაკეტო იერიშები მიიტანეს სლავიანსკზე, ლვოვსა და ხარკოვზე

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, კიევის გარდა, იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ სლავიანსკზეც.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი უბნები გახდა.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული იერიში განხორციელდა ქალაქ ლვოვზეც. ქალაქში მასობრივი თავდასხმების გამო სკოლები დაიხურა და შეფერხებები იყო მობილურ ქსელში. ვრცელდება ინფორმაცია ხარკოვის დაბომბვის შესახებაც.