რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები, კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები, კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ავიაციით სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ კრამატორსკის ცენტრალურ რაიონზე. დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით მიიტანეს იერიში ქალაქ სლავიანსკზე. დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ქალაქის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი საჭიროების გარეშე ქუჩებში სიარულისგან თავი შეიკავონ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რთული ვითარებაა ბახმუტის მიმართულებაზეც, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, მიაღწიონ დონეცკის რეგიონის გეოგრაფიულ საზღვრებს.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები შეეცდებიან შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ზაპოროჟიეს მიმართულებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას.