რუსებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დაღუპულია სულ მცირე ექვსი და დაშავებულია 15 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის პრესმდივანმა, ტატიანა იგნატჩენკომ განაცხადა.

„უკვე ექვსი დაღუპული და 15 დაშავებულია სლავიანსკში. იყო ქალაქის ძლიერი დაბომბვა. ხალხისთვის აქ დარჩენა უსაფრთხო არ არის და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამის ახსნას. ევაკუაციის შესაძლებლობა არის“, – განაცხადა იგნატჩენკომ.

მანამდე სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა გაავრცელა. მისი თქმით, რუსებმა სლავიანსკზე ბოლო დროს ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს, რომლის შედეგადაც 15 ხანძრის კერა გაჩნდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურებია მობილიზებული.