„სიყვარულით სავსე ქალაქი“ - ამ სლოგანით თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება
„სიყვარულით სავსე ქალაქი“ - ამ სლოგანით თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება

„სიყვარულით სავსე ქალაქი“ – თბილისის მთავარი ნაძვის ხე ამ სლოგანით 22 დეკემბერს საზეიმოდ, ზუსტად 20:00 საათზე აინთება.

ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე  ქალაქის მერი, კახა კალაძე აანთებს. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე კი ნაძვის ხის გარშემო 20 წუთიანი კოსტუმირებული წარმოდგენა გაიმართება. სპექტაკლი „სიყვარული გადამდებია“ რეჟისორმა ნიკოლოზ შველიძემ დადგა.

სპეციალურად ამ დღისთვის მუსიკალური ნაწარმოებები კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ დაწერა.

ამასთან, საახალწლო დღეებში რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო სოფელიც გაიხსნება.