პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო [ფოტო]
პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო [ფოტო]

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა.

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია იტალიელი მუსიკოსის, სტეფანო სინიორონის (Stefano Signoroni) და მისი ბენდის კონცერტით გაგრძელდა.

შოუში მონაწილეობდნენ ანსამბლი „მეტეხი“, ⁠თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრის სპორტსმენები, მსახიობი დათო დარჩია, თბილისის ბავშვთა კაპელა, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია და ⁠მოცეკვავეთა დასი ნატალი კიკალეიშვილისა და ნინო ქუთათელაძის ხელმძღვანელობით.

ფოტოებს დედაქალაქის მერია ავრცელებს.