ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება [ფოტო]
ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება [ფოტო]

ბათუმში წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბულვარიდან კვლავ ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს. 25 დეკემბერს იგი ოფიციალურად სწორედ ევროპის მოედანზე აინთება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქალაქში სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველ დღე გაიმართება რამდენიმე საახალწლო ღონისძიება. მთავარი სანახაობის ადგილი კი, კვლავ ევროპის მოედანი იქნება, რომელიც 31 დეკემბერს საღამოს საახალწლო გალაკონცერტს უმასპინძლებს, სადაც ახალი წლის დადგომას ტრადიციული ფოიერვერკით აღნიშნავენ.

ქალაქი უკვე გაფორმდა საახალწლოდ და მთავარი აქცენტი წელსაც ბათუმის ბულვარზე გაკეთდა.

დატოვე კომენტარი