„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან დაიწყება
„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი – 5 ივლისიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, საქართველომ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ერთი მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთი მილიონი დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოვიდა.
„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი – 5 ივლისიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჩინური წარმოების ვაქცინები – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.