დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16-22 მაისს ქვეყანაში 2 533 აცრა ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16-22 მაისს ქვეყანაში 2 533 აცრა ჩატარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კვირის სტატისტიკას აქვეყნებს. 16.05-22.05-ის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 891 402 აცრა. გასული კვირის განმავლობაში ჩატარდა 2 533 აცრა.

„სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 368 555 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 47.6%; სრულად ვაქცინირებულია 1 266 826 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 44.1%;​ ბუსტერ დოზით აცრილია 252 360;

12-15 წლის მოზარდებში სულ მცირე ერთი დოზით აცრილია 4 288 (2.42%) სრულად აცრილია – 3 410 (1.92%);

16-17 წლის მოზარდებში სულ მცირე ერთი დოზით აცრილია 12 767 (15.74%) სრულად აცრილია- 11 263 (13.88%);

16-22 მაისს ჩატარდა 2 533 აცრა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge;

ასევე, შესაძლებელია, რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.