სილვიუ დომენტე - მართალია, საქართველოში მეტ-ნაკლებად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი, თუმცა დიდი პროგრესია მიღწეული
მართალია, საქართველოში მეტ-ნაკლებად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი, თუმცა აღვნიშნავდი, რომ დიდი პროგრესია მიღწეული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.
როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა, ივნის-ივლისში როდესაც დაიწყო საქართველომ ვაქცინაცია დღეში კეთდებოდა 5-000 6-000 ვაქცინის დოზა, ხოლო პიკზე აგვისტოში, კეთდებოდა 17 000 დოზა დღეში.
„ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. დღესდღეობით უკვე 1 600 000 ადამიანია სულ მცირე ერთი დოზით აცრილი ქვეყანაში“, – განაცხადა სოლვიუ დომენტემ.