სილვიუ დომენტე - მართალია, საქართველოში მეტ-ნაკლებად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი, თუმცა დიდი პროგრესია მიღწეული
სილვიუ დომენტე - მართალია, საქართველოში მეტ-ნაკლებად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი, თუმცა დიდი პროგრესია მიღწეული

მართალია, საქართველოში მეტ-ნაკლებად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი, თუმცა აღვნიშნავდი, რომ დიდი პროგრესია მიღწეული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა,  ივნის-ივლისში როდესაც დაიწყო საქართველომ ვაქცინაცია დღეში კეთდებოდა 5-000 6-000 ვაქცინის დოზა, ხოლო პიკზე აგვისტოში, კეთდებოდა 17 000 დოზა დღეში.

„ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. დღესდღეობით უკვე 1 600 000 ადამიანია სულ მცირე ერთი დოზით აცრილი ქვეყანაში“, – განაცხადა სოლვიუ დომენტემ.