სილვია შტიობერი - ქართული პოლიტიკური პარტიები ტრადიციულ-კონსერვატიულია, მათ შორის ქართული სოციალ-დემოკრატებიც
პარტიული ლანდშაფტის შედარება ადვილი არ არის და გერმანულ პარტია AfD-ს („ალტერნატივა გერმანიისთვის“) ძალიან ფრთხილად შევადარებდი „პატრიოტთა ალიანსს“, – ამის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ექსპერტმა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სილვია შტიობერმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არის ტენდენცია, რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა მეტი დემოკრატია და ნაკლები ტრადიციული ფასეულობები, მაგრამ ბუნებრივია, ტრადიციული, ეროვნული გამონათქვამები შეიძლება, უფრო რადიკალური მემარჯვენე მიმართულებით იხრებოდეს“, – განაცხადა შტიობერმა.
ამ განცხადებით სილვია შტიობერმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა საქართველოში AfD-ს მსგავსი პარტია.
მისი თქმით, ქართული პოლიტიკური პარტიები ტრადიციულ-კონსერვატიულია და ქართული სოციალ-დემოკრატებიც კონსერვატიული არიან.
„მაგალითად, შვეიცარია რომ ავიღოთ, ვინც თავს ლიბერალურს უწოდებს, გერმანული გაგებით კონსერვატიული პარტიაა“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.