სილვია შტიობერი - ნეონაცისტური დაჯგუფებები გერმანიაშიც არსებობს, რომლებიც ეროვნული შუღლის გაღვივებას ახდენენ, მაგრამ მათ კონსტიტუციური დაცვის სამსახური აკვირდება
სილვია შტიობერი - ნეონაცისტური დაჯგუფებები გერმანიაშიც არსებობს, რომლებიც ეროვნული შუღლის გაღვივებას ახდენენ, მაგრამ მათ კონსტიტუციური დაცვის სამსახური აკვირდება

ძალიან ხშირად ვაკვირდებით, რომ საქართველოში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში არ არსებობს ისტორიული გაგება, თუ ვინ არის ჰიტლერი და რა არის მასთან დაკავშირებული, – განაცხადა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ექსპერტმა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სილვია შტიობერმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„არაინფორმირებული ადამიანი შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ის უდიდესი მხედართმთავარი, ძალიან დიდი პიროვნება და ერის კაცია, მაგრამ ებრაელები, სლავები, კავკასიის ხალხები და ა.შ რომ ავიღოთ, მისი უშუალო მითითებით სიცოცხლეს რამდენი ადამიანი გამოესალმა?!“, – განაცხადა შტიობერმა

ამ განცხადებით სილვია შტიობერმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, 17 მაისის აქციაში მონაწილე ფაშისტური ჯგუფები და ულტრაკონსერვატიული სამოქალაქო ჯგუფები, მაგალითად, „ქართული მარში“, შეიძლება თუ არა სამოქალაქო-საზოგადოებრივი მოძრაობა Pegida-ს შევადაროთ.

მისი თქმით, ნეონაცისტური მიმართულების მცირე დაჯგუფებები გერმანიაშიც არსებობს, რომლებიც ეროვნული შუღლის გაღვივებას ახდენენ, მაგრამ მათ კონსტიტუციური დაცვის სამსახური აკვირდება.

„ჰიტლერის პორტრეტი, ნეონაცისტური სვასტიკა და სხვა სიმბოლოები გერმანიაში აკრძალულია, მაგრამ კერძო ღონისძიებებზე ისინი მაინც გამოიყენება. ჩვენთან ამაზე საქმის აღძვრა და წინასწარი გამოძიების დაწყება აუცილებლად ხდება“, – განაცხადა შტიობერმა.