სილვესტერ სტალონემ დიდი ბრძოლა იწინასწარმეტყველა
სილვესტერ სტალონემ დიდი ბრძოლა იწინასწარმეტყველა

ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და კრივის დიდების დარბაზის წევრს სილვესტერ სტალონეს მიაჩნია, რომ რევანში ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და ფილიპინელ მენი პაკიაოს შორის აუცილებლად შედგება.

„ჩემი აზრით, ეს მოხდება 99-პროცენტიანი ალბათობით. მათ აქვთ ყველა მიზეზი – ღირსება, ფული, ისტორია და თქვენ, რომლებსაც საქმე არ გაქვთ უქმეებზე”, – განაცხადა სტალონემ TMZ Sports-სთან კომენტარში.

სტალონემ მოიშველია მენი პაკიაოს კომენტარები, რომელიც 2018 წლის ივლისში, ლუკას მატისესთან ბრძოლის შემდეგ გააკეთა.

„თუ მეივეზერი გადაწყვეტს კრივში დაბრუნებას, მაშინ მოვა დრო, რომელშიც მე ვუკარნახებ პირობებს, რადგან მაქვს საჩემპიონო ქამარი. თუ დაბრუნებას მოინდომებს, კიდევ ერთ ბრძოლას ჩავატარებ”, – თქვა პაკიაომ.

მეივეზერი და პაკიაო 2015 წლის მაისში შეხვდნენ ერთმანეთს და ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.