45 წლის პაკიაომ კარიერა განაახლა და მაკგრეგორთან ბრძოლას უმიზნებს #1TVSPORT
45 წლის პაკიაომ კარიერა განაახლა და მაკგრეგორთან ბრძოლას უმიზნებს #1TVSPORT

45 წლის ყოფილი მოკრივე მენი პაკიაო სამწლიანი პაუზის შემდეგ პროფესიულ რინგზე დაბრუნებას აპირებს.

როგორც ჟურნალისტი მაიკლ ბენსონი წერს, ლეგენდარულმა ფილიპინელმა სერიოზულად გადაწყვიტა კრივში დაბრუნება და სურს ხმაურიანი ბრძოლები გამართოს ჯერვონტა დევისთან, რაიან გარსიასა და კონორ მაკგრეგორთან.

პაკიაოს დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მისმა აგენტმა, შონ გიბსონმა.

„ის განაახლებს კარიერას. შესანიშნავი იქნებოდა ბრძოლის ორგანიზება საუდის არაბეთში მაკგრეგორის წინააღმდეგ. ეს შესაფერისი ადგილია ასეთი მოვლენისთვის“, – მოჰყავს გიბსონის სიტყვები გამოცემა Boxing Scene-ს.

პაკიაომ ბოლო პროფესიული ბრძოლა 2021 წლის აგვისტოში ჩაატარა, ასევე საჩვენებელ ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ბლოგერ DK Yoo-სთან 2022 წლის ბოლოს.