სიდნეის კინოფესტივალზე, გამოჩენილ ევროპელ რეჟისორ ქალებთან ერთად, ანა ურუშაძეც მიიწვიეს
სიდნეის კინოფესტივალი 6-17 ივნისს 10 გამოჩენილ ევროპელ რეჟისორ ქალს უმასპინძლებს, რომელთა ფილმებმაც საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს. მიწვეულთა შორის არის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძეც, რომლის სადებიუტო ნამუშევარი “საშიში დედა” უკვე არაერთი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას კინო ცენტრი ავრცელებს.
ღონისძიება „ქალების ხმა კინოში” European Film Promotion-ის მხარდაჭერით ტარდება. ევროპელი რეჟისორი ქალების ნამუშევრებს ავსტრალიური აუდიტორია, მედია და კინოინდუსტრიის წევრები იხილავენ.
სიდნეის კინოფესტივალი და ღონისძიება „ქალების ხმა კინოში” შარშან რუსუდან გლურჯიძეს და მის ფილმს “სხვისი სახლი” მასპინძლობდა.