The Calvert Journal-მა ანა ურუშაძის „საშიში დედა“ აუცილებლად სანახავ ფილმებს შორის დაასახელა
The Calvert Journal-მა ანა ურუშაძის „საშიში დედა“ აუცილებლად სანახავ ფილმებს შორის დაასახელა

The Calvert Journal-მა ფილმების სია გამოაქვეყნა, რომელიც მაყურებელმა 2018 წელს აუცილებლად უნდა ნახოს. გამოცემამ ჩამონათვალი იმ ფილმების მიხედვით შეადგინა, რომლის ხილვა გასული წლის მიწურულს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე იყო შესაძლებელი.

საუკეთესო ხუთ ნამუშევარს შორის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმი სახელწოდებით „საშიში დედა“ მოხვდა.

ანა ურუშაძის დრამაში, რომელიც არაერთი ფესტივალის ნომინანტი გახდა, მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს.

ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. საშიში დედა 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.