შვედეთის პროკურორებმა სასამართლოს ჯულიან ასანჟის დაკავების თხოვნით მიმართეს
შვედეთის პროკურორებმა სასამართლოს ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკავების თხოვნით მიმართეს.
პროკურორები აცხადებენ, რომ ასანჟის დაკავება გაუპატიურების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს. ორდერის გაცემის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება ბრიტანეთიდან ასანჟის ექსტრადიციის პროცესში პირველი ნაბიჯი იქნება.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ბრიტანეთში გირაოს პირობების დარღვევისთვის 50-კვირიან სასჯელს იხდის. შვედეთში ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება თავიდან დაიწყო.
გაუპატიურების ბრალდებით ასანჟის წინააღმდეგ თავდაპირველად საქმე 2010 წელს აღიძრა.