შუახევის სოფელ შუბანში მესამე დღეა, დაკარგულ მოზარდს ეძებენ.
70-მდე მაშველი მოზარდს ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა ადგილზე ეძებს. სამძებრო სამუშაოებში დღეს თბილისიდან ჩასული მყვინთავებიც ჩაერთნენ.
დაბალი ხილვადობისა და თოვლის დნობის გამო, მდინარე ადიდებული და მღვრიეა, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.
14 წლის მოზარდი 20 მარტს საღამოს გაუჩინარდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდი მდინარეში გადავარდნილ ბურთს დაედევნა.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.