შუახევში კლინიკა „ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შუახევში კლინიკა „ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შუახევში კლინიკა „ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული სამკურნალოდ სხვა კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი.

პრევენციის მიზნით, „პისიარ“ ტესტებისთვის სინჯები კლინიკის ყველა თანამშრომელს აუღეს. სამედიცინო დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„დღეს გეგმური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ჩვენს თანამშრომელს კორონავირუსი. ის გადაყვანილია კოვიდკლინიკაში. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. კლინიკაში ჩატარდა დეზინფექცია. გაიტესტა ყველა თანამშრომელი და მათი ტესტების პასუხებს ველოდებით. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“,- აცხადებენ კლინიკაში