სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს

20:51, 02.06.2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, ცოტა ხნის წინ იპოვეს. ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

გოგონა ამ წუთებში მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მოზარდი 31 მაისს გაუჩინარდა, თუმცა ოჯახმა პოლიციას მხოლოდ დღეს მიმართა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი