სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, ცოტა ხნის წინ იპოვეს. ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
გოგონა ამ წუთებში მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
მოზარდი 31 მაისს გაუჩინარდა, თუმცა ოჯახმა პოლიციას მხოლოდ დღეს მიმართა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.