შუახევში 14 წლის მოზარდს ეძებენ
შუახევში 14 წლის მოზარდს ეძებენ

შუახევში, სოფელ შუბანში 14 წლის მოზარდს ეძებენ.

თვითმხილველთა განცხადებით, ბავშვებს თამაშის დროს ბურთი ციცაბო ფერდობზე დაუგორდათ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ბურთს დაედევნა.

შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მდინარეში 18:00 საათიდან დაიწყო, საღამოს შეჩერდა და ხვალ დილიდან განახლდება.

როგორც ფუტკარაძე განმარტავს, სამუშაოებს ისიც ართულებს, რომ თოვლის დნობის გამო, მდინარე ადიდებული და მღვრიეა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ბრიგადები.