ჩოხატაურში დაკარგული 13 წლის მოზარდი იპოვეს

23:16, 28.05.2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმადან დაკარგული 13 წლის მოზარდი იპოვეს.

მოზარდის პოვნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, გოგონა ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.

ოჯახი მოზარდის გაუჩინარების დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

მოზარდს სამართალდამცველები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.

მსგავსი