ჩოხატაურში 13 წლის გოგონას ეძებენ

20:32, 28.05.2018

ჩოხატაურში 13 წლის გოგონას ეძებენ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციაში გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით შევიდა. შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჩოხატაურში საძიებო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

მსგავსი