შსს-სთან აქციის მონაწილეები შს მინისტრის მოადგილეების, კახა საბანაძისა და ნინო ცაციაშვილის გადაყენებას ითხოვენ
კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობასთან აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ცენტრალური გზა გადაკეტეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ისინი მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან მოადგილეების, კახა საბანაძისა და ნინო ცაციაშვილის გადაყენებას ითხოვენ. მათი თქმით, თუკი ამ პირებს არ გადააყენებს, გომელაური თავად უნდა გადადგეს.
პერიოდულად, აქციაზე სიტუაცია იძაბება. ცოტა ხნის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა შსს-ს შენობასთან შუშის ღობეზე სტიკერები გააკრეს და ასფალტზე წარწერა გააკეთეს.