ნინო ცაციაშვილი - პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი
ნინო ცაციაშვილი - პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი

სამწუხაროდ, გუშინაც იყო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა. პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვმარტო, რომ ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი. ერთადერთი იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევნები ემთხვევა სამუშაო საათებს ან მათი მორიგეობის საათებს, ჩვენ შევთავაზეთ სპეციალურ საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირება.

ყველას, ნებისმიერ პოლიციელს, ვისაც ჰქონდა ამის სურვილი, მოხდა მათი მონაცემების შეტანა სპეცსიებში და სურვილის არსებობის შემთხვევაში, საშუალება ჰქონდათ, სპეციალურ უბანზე მიეღოთ მონაწილეობა და დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

დატოვე კომენტარი