შსს-ში პაატა ბურჭულაძის შვილის, ალექსანდრე ბურჭულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის შვილის, ინტერნეტმაღაზია „ირისის“ მფლობელის, ალექსანდრე ბურჭულაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის უწყებაში უფლებადამცველთან ერთად მივიდა.
გამოკითხვის მიზეზი მათ მიერ მთავარი პროკურატურაში შეტანილი განცხადებაა.
როგორც ალექსანდრე ბურჭულაძემ განაცხადა, მის მობილურ ტელეფონზე კიბერშეტევა განხორციელდა. ტელეფონიდან მისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ოპერაცია ტარდებოდა.
უფლებადამცველის თქმით, მათ მტკიცებულებად მობილური ტელეფონი მიიტანეს და გამოკითხვისას წარადგენენ. ალექსანდრე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, კიბერშეტევა მის საქმიანობას უკავშირდება თუ მამამისის, პაატა ბურჭულაძის ყოფილ პოლიტიკურ საქმიანობას.