პაატა ბურჭულაძე - გიგი უგულავას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, მგონი, ფოთელებს მაგრად გაუმართლათ
პაატა ბურჭულაძე - გიგი უგულავას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, მგონი, ფოთელებს მაგრად გაუმართლათ

ფოთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი გიგი უგულავა ახალ რაიონში, დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მის მხარდასაჭერად დღეს ფოთში იმყოფებოდა პაატა ბურჭულაძე. უგულავამ შეხვედრისას საარჩევნო პროგრამა მიმოიხილა, პრიორიტეტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პაატა ბურჭულაძის შეფასებით, სწორედ გიგი უგულავაა ის კანდიდატი, რომელიც ფოთელების ღირსეულ მერობას შეძლებს.

„ჩამოვედი სპეციალურად აქ, რომ გვერდში დავუდგე ჩემს მეგობარს, გიგი უგულავას. იმიტომ კი არ ვარ ჩამოსული, რომ მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ ბევრი სიკეთე და ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, როდესაც თბილისის მერი იყო, თავისი მოკრძალებული ბიუჯეტით, რაც მაშინ ჰქონდა თბილისს. ბევრ კარგ საქმეს მოკიდა ხელი და ბოლომდე მიიყვანა. ასევე, ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი, თბილისის მერის დახმარებით, ჩვენ დავუბრუნეთ მშობლებს. ბევრი სახლი გადავეცით. ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ადამიანს და დარწმუნებული ვარ ფოთსაც დაეხმარება თავისი გონებით, თავისი საქმით, თავისი ენერგიით და მგონი, ფოთელებს მაგრად გაუმართლათ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

დატოვე კომენტარი