პაატა ბურჭულაძე რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს - წინააღმდეგი ვარ ჩვენი მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩამოსვლის, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს
პაატა ბურჭულაძე რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს - წინააღმდეგი ვარ ჩვენი მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩამოსვლის, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.

როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, წინააღმდეგია მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის და აღნიშნავს, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინას ეს არ სჭირდება.

„ბატონო რუსლან, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ჩვენი მთავრობის დელეგაციის უკრაინაში ჩამოსვლის, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდი ფეხი აქვს.

10 წელია, რაც შემობრძანდა ჩვენთან და გაპარტახებულ ცხოვრების პირობებთან ერთად ღირსებასაც გვაკარგვინებს.

ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინას ეს არ სჭირდება“, – წერს პაატა ბურჭულაძე.