შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ნადირაძე სამართალდამცავებმა დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე.