შრი-ლანკის ხელისუფლება მოქალაქეებს ცივი იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს
შრი-ლანკის ხელისუფლება მოქალაქეებს ცივი იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. მთავრობის წევრების თქმით, ისინი სთოხვენ მოქალაქეებს დიდი ზომის დანები და ხმლები ნებაყოფლობით ჩააბარონ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აღნიშნული შრი-ლანკაზე 21 აპრილს მოწყობილი ტერაქტების შემდეგ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია. სამართალდამცავები ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს ჩააბარონ მათი კუთვნილი სამხედრო ფორმებიც. ამასთან, პოლიციაში არ დაუკონკრეტებიათ, შეეხებათ თუ არა ამნისტია იმ პირებს, ვინც საკუთარი ნებით ჩააბარებენ იარაღს.
„ბიბისის“ ცნობით, ცივი იარაღისა და სამხედრო ფორმების ჩაბარება ორ დღეს გაგრძელდება. როგორც ცნობილია, გამოძიება შრი-ლანკაზე მოწყობილი თავდასხმების 25-30 ორგანიზატორს ჯერ კიდევ ეძებს. პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ ბოროტმოქმედები პოლიციის ან სამხედრო პირების ფორმაში შენიღბულები აპირებენ ტერაქტების მოწყობას.