შრი-ლანკაზე სამართალდამცველებმა კონტროლირებადი აფეთქება განახორციელეს
შრი-ლანკაზე სამართალდამცველებმა კონტროლირებადი აფეთქება განახორციელეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კონტროლირებადი აფეთქება დედაქალაქში, კინოთეატრთან ახლოს პარკირებული საეჭვო მოტოციკლის გამო გახდა საჭირო. აფეთქების შემდეგ დადგინდა, რომ მოტოციკლში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო დამონტჟებული.
შრი-ლანკაზე ტერაქტების სერია 21 აპრილს მოხდა. საერთო ჯამში 8 აფეთქების შედეგად 359 ადმიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შრი-ლანკაზე 21 აპრილის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე ათეული პირი დააკავეს.