ლაშა შინდაგორიძე ორიოდე დღის წინ, „საბურთალოს“ დაემშვიდობა და უნგრეთში გაემგზავრა.
ცნობილი იყო, რომ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი კარიერას უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის “ბალმაზუივაროშში“ გააგრძელებდა.
შინდაგორიძე უნგრეთში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი წელიწადნახევრით გააფორმა.
შინდაგორიძესთავის ეს პირველი უცხოური კლუბი არ არის. 2012 წელს ის დანიურ ”ორჰუსში” თამაშობდა.
შინდაგორიძეს “ბალმაზუივაროშში“ ორი ქართველი ფეხბურთელი დახვდება – ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე და თავდამსხმელი ბაჩანა არაბული.