ბათუმის „დინამომ“ შინდაგორიძე დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ შინდაგორიძე დაიმატა #1TVSPORT

ლაშა შინდაგორიძე ბათუმის „დინამო“ ფეხბურთელია – 28 წლის შემტევის ტრანსფერზე ინფორმაციას საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბათუმის „დინამოს“ ცნობით, შინდაგორიძემ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ლაშა 2019 წლიდან სოლიგორსკის „შახტიორში“ თამაშობდა, რომელიც 2020 წელს ბელარუსის ჩემპიონი გახდა. მაგრამ შარშან მარტში, ჩემპიონატის მესამე ტურში დაშავდა – ჯვარედინი იოგები დაუწყდა, რის გამოც მთელი სეზონი გაუცდა.

ტანმაღალი ლაშა შინდაგორიძე (189 სმ) 18 წლის იყო, როდესაც კარიერის ასაწყობად უცხოეთში წავიდა და დანიაში, „ორჰუსის“ ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა (2011-2012). 2012 წელს ჩეხეთში, პრაღის „დუკლას“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, მერე კი „ზესტაფონის“ ასაკობრივ გუნდში (2012-2013) თამაშობდა.

რაც შეეხება პროფესიულ კარიერას, ლაშას უთამაშია „დინამო თბილისში“ (2012-2014), „ცხინვალში“ (2014-2015, 2016), ქუთაისის „ტორპედოში“ (2015-2016), ბოლნისის „სიონში“ (2016), „საბურთალოში“ (2017, 2018-2019), უნგრულ „ბალმაზუივაროშში“ (2018), ხოლო სოლიგორსკის „შახტიორში“ 2019-2020 წლებში გამოდიოდა.