ორი „დინამოს“ მატჩი ბათუმელებმა მოიგეს - გეგუჩაძის გუნდი გალიდერდა #1TVSPORT
ორი „დინამოს“ მატჩი ბათუმელებმა მოიგეს - გეგუჩაძის გუნდი გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრას „დინამო-არენამ“ უმასპინძლა – ერთმანეთს მიმდინარე სეზონის ორი ყველაზე ამბიციური გუნდი დაუპირისპირდა. „დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და 0:1 დამარცხდა.

ორი „დინამოს“ მატჩს „დინამო-არენასვიპ-ლოჟიდან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თავის ასიტენტთან ერთად, ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად ადევნებდა თვალს.

პირველ ტაიმში ბათუმელები უკეთ გამოიყურებდდნენ და მეტი რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს. მაგრამ გია მანჯგალაძის, გოგა ჩაბრაძის, ლადო მამუჩაშვილის, ბენჯამინ ტეიდისა და ჯაბა ჯიღაურის შეტევებს შედეგი არ მოუტანია.

მეორე ნახევარიც ბათუმელთა შეტევებით დაიწყო და პირველი საგოლე მომენტი 50-ე წუთზე ჯიღაურმა შექმნა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. გია გეგუჩაძის გუნდმა მიზანს მაინც მიაღწია. 66-ე წუთზე, სანდრო ალთუნაშვილისა და ჯაბა ჯიღაურის განვითარებული შეტევა ეფექტური გოლით გია მანჯგალაძემ დააგვირგვინა. თბილისელებმა წონასწორობის აღდგენა ვეღარ მოახერხეს და ბათუმელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს 1:0.

 

დინამო თბ – დინამო ბთ 0:1

09.03. 2021 – თბილისი – დინამო არენა – უმაყურებლოდ

გოლები: 0:1 მანჯგალაძე (66. ჯიღაურის პასით)

 

დინამო თბ: კვასხვაძე – პაპავა (33. კობოური), საიმონ ბენიო, მონხილი- სპორკსლედე, რადინი, მექვაბიშვილი (78. ქარდავა), ლ. გაგნიძე (78. სეკუ კეიტა)- მარუშიჩი, ახვლედიანი (46. კარლოს კასტრო), გაბედავა (57. კუცია)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭელიძე

 

დინამო ბთ: ლ. კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (90+2. ნავალოვსკი) – ტეიდი (90+2. ჩუკვურა), ალთუნაშვილი (81. გროზურეკი) – ჯიღაური, მამუჩაშვილი (81. ფანცულაია), მანჯგალაძე – ნიქაბაძე (75. მჭედლიძე)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

 

მთავარი არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილებები: მანჯგალაძე (15), სპორკსლედე (24), რადინი (45)

 

სამი ტურის შემდეგ „დინამო თბილისს“ 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 7 ქულით გალიდერდა და გორის „დილა“, რომელიც ხვალ ითამაშებს, მინიმუმ ერთი დღით ჩამოიტოვა.

დატოვე კომენტარი