ბრაზილიელის შოუ ზესტაფონში - „შუქურამ“ „სამტერდია“ ეფექტური „მაკრატელათი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბრაზილიელის შოუ ზესტაფონში - „შუქურამ“ „სამტერდია“ ეფექტური „მაკრატელათი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მესამე ტური ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ გაიხსნა, სადაც „შუქურამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინამალური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩი „სამტრედიას“ უპარეტესობით დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტიც გია ცეცაძის გუნდმა შექმნა: მე-6 წუთზე, მეკარესთან პირისპირ ნათან ჟუნიორი დარჩა, რომელსაც მცველი გადაეღობა. სტუმართა შეტევა გაგრძელდა, მეორედ კარის აღება იბრაჰიმ გადირზადემ სცადა და ამჯერადაც ბურთს მცველი გადაეფარა.

„სამტრედიას“ მწვავე კონტრშეტევას მე-9 წუთზე მათე კვირკვია აგვირგვინებდა – ამ ეპიზოდში ქობულეთელთა მეკარე გაბრიელ თებიძემ საიმედოდ ითამაშა. ქობულეთელებმა პირველი რეალური სახიფათო მომენტი 41-ე წუთზე შექმნეს. გორგი ჩელებაძის გადაცემის შემდეგ „სამტრედიას“ მცველებს ზურაბ მუსელიანი გაექცა, ახლოდან თავით დაარტყა, მაგრამ მიზანს მანაც ააცილა.

მეორე ნახევარიც „სამტრედიას“ საგოლე მომენტით დაიწყო. 49-ე წუთზე, გიგი იოსელიანმა კუთხურიდან პირდაპირ კარში სცადა ბურთის ჩახვევა, მაგრამ ქობულეთელთა მეკარე თებიძემ გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა. ამის შემდეგ „შუქურა“გამოცოცხლდა, უპირატესობაც მოიპოვა და ერთმანეთის მიყოლებით რეალური საგოლე მომენტები შექმნა.

53-ე წუთზე, ჟუნინიო კაპრალის თავური დარტყმის შემდეგ საქმეში „სამტრედიას“ მეკარე გიორგი კულუა ჩაერთო და ბურთი კუთხურზე მოიგერია 59-ე წუთზე, მიშიკო სარდალიშვილის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ „შუქურას“ მცველი მირზა ფარტენაძე გავიდა და ვალდებულიც იყო, ანგარიში გაეხსნა, მაგრამ მიზანს ააცილა და მშვენიერი შანსი გაანიავა.

66-ე წუთზე, ჯეფერსონ ჯერალდომ მეკარესთან პირისპირ ზურაბ მუსელიანი დატოვა, რომლის დარტყმაც ისევ კულუამ მოიგერია. გავიდა ექვსი წუთი და მირზა ფარტენაძის წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინებას უკვე სარდალშვილი ცდილობდა, მაგრამ მიზანმა კვლავ უმტყუნა.

ქობულეთელებს კარგი თამაში მაინც დაუფასდათ. სწრაფი კონტრშეტევა მირზა ფარტენაძემ წამოიწყო, რომლის გადაცემითაც ჯეფერსონ ჯერალდომ ისარგებლა და ულამაზესი „მაკრატელთი“ „შუქურას“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა – 1:0.

დღესვე, მესამე ცენტრალური შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტი ორი „დინამო“ დაუპირისპირდება – მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

„შუქურა“ – „სამტრედია“ 1:0

გოლები: 1:0 ჯეფერსონ ჯერალდო (77. მირზა ფარტენაძის პასით)

09.03. 2021. ზესტაფონი. „დავით აბაშიძე – არენა“.

შუქურა“: თებიძე – ფარტენაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, კომახიძე (86. გ. გაფრინდაშვილი) – კაკაშვილი, ჯეფერსონ ჯერალდო – ინგოროყვა (46. ჟუნინიო კაბრალი), ჩელებაძე (46. ხმალაძე), სარდალიშვილიმუსელიანი (89. გ. გურეშიძე)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

სამტრედია“: კულუაკერძევაძე, კაბა სამბუ, ესტებან მასკარენია – იოსელიანი, გადირზადე, კვირკვია (73. ნადირაძე), რობაქიძე – მესიაჩენკო (62. ჯიქია) – ნათან ჟუნიორი, პაულინო ვარიეტი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

მთავარი არბიტრი: ჯ. ხორავა

გაფრთხილებები: კერძევაძე (41), ჯეფერსონ ჯერალდო (44), რეხვიაშვილი (74), კაკაშვილი (90+1)